ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში საგზაო შემთხვევების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

1 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინაში ავტოკატასტროფის 80 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. საგზაო შემთხვევების შედეგად უკრაინაში 16 ადამიანი დაიღუპა, 112-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის განმავლობაში უკრაინაში სულ 16794 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 2474 დაიღუპა, 21195 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები