ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი ამოსავალი წერტილია ის, რომ ყველა დეპუტატს ჰქონდეს საშუალება, შექმნას პოლიტიკური ჯგუფი

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მიესალმება იმას, რომ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ყველა დეპუტატს ჰქონდეს.

“ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ყველა დეპუტატს ჰქონდეს საშუალება შექმნას პოლიტიკური ჯგუფი. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება უმრავლესობის მხრიდან იყო დადებითი და დანარჩენზე უკვე კომიტეტი იმსჯელებს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, უმრავლესობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები