თბილისის მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 30 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონს, ესენია:

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, გმირ კურსანტთა, ქერჩის, წყალსადენის, გელა ჭედიას, მონასტრის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის და გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, იყალთოს მთის, იყალთოს, ალექსანდრე ბასილაიას, მიცკევიჩის, ნინო რამიშვილის, მიხეილ თამარაშვილის, კოსტავას, ტაშკენტის, სულხან ცინცაძის, გამსახურდიას, კუტუზოვის, გამრეკელის, ცაგარელის, ბურძგლას, ლიხაურის, ფანასკერტელი-ციციშვილის, სიმონ ჩიქოვანის, ბახტრიონის, საბურთალოს, საირმის და შმიდტის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), იყალთოს, ბახტრიონის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის და აკაკი გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზანდუკელის, მაყაშვილის, ჭოველიძის, კერესელიძის და დავით თორაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების (ნაწილობრივ), გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის და რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟან კალანდაძის, ბერძნის, მარტვილის, მანანა მელქაძის, ნადიკვარის, შოთა ნიშნიანიძის, სულიკო თორთლაძის, ნუგზარ შატაიძის, რუსუდან მეფისაშვილის და ნოდარ ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები