უკრაინის რადამ 8 მაისი ქვეყანაში ნაციზმზე გამარჯვების დღედ ოფიციალურად გამოაცხადა
უკრაინის უმაღლესმა რადამ 8 მაისი უკრაინაში ნაციზმზე გამარჯვებისა და ოფიციალურ დასვენების დღედ გამოაცხადა.
„დღეიდან 8 მაისი ოფიციალურად არის დასვენების დღე და 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე“, – წერს რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი Telegram-ზე.
მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტს მხარი 317-მა დეპუტატმა დაუჭირა, დოკუმენტის მისაღებად კი 226 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.