ზელენსკი: მსოფლიოში არავინ იყენებს იარაღს ბოროტების წინააღმდეგ უფრო ეფექტურად, ვიდრე უკრაინელები
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოში არავინ იყენებს იარაღს ბოროტების წინააღმდეგ უფრო ეფექტურად, ვიდრე უკრაინელები.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რუსეთის ყოველი თავდასხმა უკრაინასა და მთელ მსოფლიოს აბრუნებს აშკარა დასკვნამდე – რუსეთს სურს ბოროტების გზას ბოლომდე მიჰყვეს, ანუ დამარცხებამდე, რადგან ბოროტებას დამარცხების გარდა სხვა დასასრული არ აქვს.
„მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ტერორი აგებს. როდესაც უკრაინელების ხელში „პატრიოტები“ უზრუნველყოფენ რუსული რაკეტების 100%-ით ჩამოგდებას, ტერორი აგებს.
როდესაც მსოფლიო აძლიერებს ზეწოლას რუსეთზე, სანქციების ჩათვლით, როდესაც იზრდება ტერორისტის იზოლაცია, როდესაც მის ყოფილ პარტნიორებს რცხვენიათ მოსკოვთან რაიმე სიახლოვის, ტერორი აგებს. და, რა თქმა უნდა, არ არსებობს უფრო დიდი დამცირება ტერორისტული სახელმწიფოსთვის, ვიდრე ჩვენი ჯარისკაცების წარმატება.
ჩვენი წარმატებებით, ჩვენი ზეწოლით, ჩვენი „პატრიოტებით“, ჩვენ გვაქვს და გავაგრძელებთ პასუხს რუსეთზე მისი ბოროტების ყველა გამოვლინებისთვის. ჩვენ გავანადგურებთ ამ ბოროტებას. მსოფლიოში არავინ იყენებს იარაღს ბოროტების წინააღმდეგ უფრო ეფექტურად, ვიდრე უკრაინელები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.