ჯოზეფ ბორელი: რუსეთი არ წავა მოლაპარაკებაზე მანამ, სანამ არ შეეცდება ომის მოგებას
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთს მოლაპარაკების სურვილი არ ექნება მანამ, სანამ ჯერ კიდევ ცდილობს უკრაინაში ომის მოგებას.
ბორელის თქმით, იგი „ოპტიმისტურად არ არის განწყობილი“ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს ამ ზაფხულს კონფლიქტში.
„მე ვხედავ ორივე მხარეს ჯარების კონცენტრაციას. რუსეთის მხრიდან ვხედავ აშკარა სურვილს, შეეცადოს მოიგოს ომი. რუსეთი არ წავა მოლაპარაკებაზე მანამ, სანამ არ შეეცდება ომის მოგებას“, – განაცხადა ბორელმა ბარსელონაში გამართულ ღონისძიებაზე.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა არაერთხელ გასცა სიგნალი, რომ არ შეწყვეტს კამპანიას, სანამ მისი სამხედრო მიზნები არ იქნება მიღწეული.