ჩრდილოეთ კოსოვოში შეტაკებისას ნატოს 25 ჯარისკაცი დაშავდა
ჩრდილოეთ კოსოვოში, ეთნიკურ სერბებსა და ნატოს სამშვიდობო ძალებს (KFOR) შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, ნატოს 25 ჯარისკაცი დაშავდა.
მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის 11 იტალიელი ჯარისკაცია. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის თქმით, დაშავებულებიდან 3 იტალიელი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა.