უკრაინის უმაღლესმა რადამ ირანის წინააღმდეგ 50-წლიანი სანქციები დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ირანის წინააღმდეგ 50 წლის განმავლობაში სანქციების შემოღების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

„საბჭო დათანხმდა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას 50 წლით“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო.

მისივე თქმით, კანონპროექტს მხარი 328 დეპუტატმა დაუჭირა.

აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციები 50 წლის ვადით წესდება. ის ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეჩერებასა და უკრაინიდან ირანული აქტივების აკრძალვას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები