საბერძნეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და არჩევნები 25 ივნისისთვის დანიშნა

საბერძნეთის პრეზიდენტმა, კატერინა საკელაროპულუმ პარლამენტის დათხოვნის და არჩევნების 25 ივნისისთვის დანიშვნის ოფიციალური განკარგულება გამოსცა.

ამის შესახებ Ekathimerini წერს.

განკარგულების თანახმად, ახალი პარლამენტი 3 ივლისს შეიკრიბება.

განკარგულებას ხელი ასევე დროებითმა პრემიერმინისტრმა, იოანის სარმასმა და დროებითი მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოაწერეს.

საბერძნეთში 21 მაისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ყოფილი პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ – “ახალმა დემოკრატიამ” ხმების 40,8%, ხოლო მემარცხენე ოპოზიციურმა SYRIZA-მ 20,1% მიიღო.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიცოტაკისის პარტიისთვის შედეგი მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა, თუმცა, მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ხმები საკმარისი არ არის. ამიტომ, მან მალევე დაუჭირა მხარი განმეორებითი არჩევნების ჩატარების წინადადებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები