ოკუპანტების მიერ ქალაქ ტორეცკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუს ოკუპანტების მიერ დონეცკის რეგიონის ქალაქ ტორეცკის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, საავიაციო ბომბები – FAB-250 გამოიყენეს. ერთ-ერთი ბომბი ბენზინგასამართ სადგურს მოხვდა, რის შედეგადაც 28 წლის მუშა დაიღუპა, 8 დაშავდა.

მეორე ბომბი ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა. დაშავდა ერთი ადგილობრივი.

გარდა ამისა, დაზიანებულია ბანკის, სასწავლო დაწესებულების შენობები და ავტომობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები