ჩეხეთის გენშტაბის უფროსმა რუსეთსა და ნატოს შორის ომი არ გამორიცხა

ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსმა, კარელ რჟეხკამ განაცხადა, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ომის შესაძლებლობა არსებობს.

ამის შესახებ Novinky-ი წერს.

მისი თქმით, ასეთი სცენარის ასარიდებლად მომზადება და შეკავებაა მნიშვნელოვანი.

„რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ომი, რაც ჩვენთვის ყველაზე უარესი სცენარია, არ არის შეუძლებელი, ის შესაძლებელია“, – განაცხადა ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსმა.

რზჟეხკამ აღნიშნა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ცდილობენ, მოემზადონ პოტენციური ინტენსიური კონფლიქტისთვის, რადგან „რუსეთი ახლა კონფლიქტის ტრაექტორიაზეა ალიანსთან“.

“ჩეხეთი ნატოს წევრია და ამას მოაქვს სარგებელი, მაგრამ ასევე აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს. ამიტომ, თუ ომი დაიწყება, ჩეხი ჯარისკაცების დიდი რაოდენობა შეუერთდება ბრძოლას, ალიანსის გეგმების შესაბამისად”, – განაცხადა მან.

რჟეხკამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, კერძოდ, რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულების რაც შეიძლება მალე დაძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები