ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რაც განაპირობებს შემდგომ განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და უმუშევრობის შემცირებას

საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა არის, შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რაც განაპირობებს შემდგომ განვითარებას, ეკონომიკის ზრდას, უმუშევრობის შემცირებას, ხელფასების და შემოსავლები, ზრდას, რაც უზრუნველყოფს სიღარიბის ეტაპობრივ შემცირებას,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.

“საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის შედეგია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რამაც ბოლო ორ წელში საქართველოში სიღარიბის და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლების კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განაპირობა. 2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით 2021 წელთან შედარებით 77 700 ადამიანმა შეძლო და თავი დააღწია სიღარიბეს, 2022 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 574 000 რჩება, თუმცა ბოლო 10 წელში ეს მაჩვენებელი განახევრებულია, 2012 წელს 1 100 000 მოქალაქე იყო სიღარიბის ზღვარს ქვევით.
ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა უმუშევრობა და 2022 წელს 17.3% შეადგინა, მათ შორის დასაქმდა 32 000 სოციალურად დაუცველი, რომლებსაც შეუნარჩუნდათ სოციალური დახმარება. სიღარიბის შემცირებასთან ერთად ასევე შემცირდა მოსახლეობაში შემოსავლების უთანასწორობაც. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი
შემოსავლების მიხედვით შემცირდა 0.37-დან 0.36-მდე, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.34-ს. საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა არის შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რაც განაპირობებს შემდგომ განვითარებას, ეკონომიკის ზრდას, უმუშევრობის შემცირებას, ხელფასების და შემოსავლები, ზრდას, რაც უზრუნველყოფს სიღარიბის ეტაპობრივ შემცირებას”,- აცხადებს ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები