კიევში აფეთქებებია – უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია

კიევსა და კიევის რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

როგორც ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, ​ობლონსკის რაიონში, დრონის ან რაკეტის ფრაგმენტი გზის სავალ ნაწილზე ჩამოვარდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მიემართებიან.

“კიევზე თავდასხმა გრძელდება. არ დატოვოთ თავშესაფრები!”, – მოუწოდებს კლიჩკო მოსახლეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები