ამერიკელმა სენატორმა უკრაინის კონფლიქტში უმოქმედობისათვის ობამას „ფისუნია“ უწოდა (ვიდეო)
ტეხასელი სენატორი ტედ კრუზი ბარაკ ობამას უკრაინის კონფლიქტში უმოქმედობაში ადანაშაულებს და მძაფრად აკრიტიკებს. სტატიას ამასთან დაკავშირებით „ვაშინგტონ თაიმსი “ აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, რესპუბლიკელმა სენატორმა აშშ-ს პრეზიდენტს თავის გამოსვლაში უწოდა „ ფისუნია, რომელიც რუს დათვს ებრძვის“.
„მიზეზი იმისა, რომ პუტინი უშიშრად ატერორებს თავის მეზობლებს გახლავთ ის, რომ ჩვენ მოკავშირეებს ევროპაში ეშინიათ რაიმე ნაბიჯის გადადგმა, რადგან თავიანთ წინ ჩვენს პრეზიდენტს ვერ ხედავენ“, – განაცხადა ტედ კრუზმა.
კრუზის განცხადებითვე, აშშ-მ რუსეთთან ეკონომიკური ბრძოლა უნდა აწარმოოს, მისი აზრით, უნდა მოხდეს ამერიკული ბუნებრივი გაზის ექსპორტზე გაშვება, რაც მსოფლიო ბაზარზე გაზის ფასს შეამცირებს და კრემლს მტკივნეულ ადგილზე „საკასო აპარატზე“ დაარტყამს.
სენატორი ობამას ერაყში სიტუაციის მართვის შესახებ ჩამოყალიბებული სტრატეგიის არ ქონის გამო, აქტიურად აკრიტიკებს და გადამჭრელი ზომების მომხრედ გამოდის ისლამური ხალიფატი ისე უნდა დავბომბოთ, რომ ისინი ქვის ხანაში დავაბრუნოთ“ – განაცხადა კრუზმა. ტედ კრუზმა ეს განცხადებები დალასში, პარტიულ ღონისძიებაზე გააკეთა.
რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ტედ კრუზი 2016 წლის არჩევნებში, ყველაზე რეალურ საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=zaF1wkpwmxI” width=”560″ height=”315″]
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=JRBX2aXghxE” width=”560″ height=”315″]