რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა – ის თურქეთის პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს.
ამის შესახებ განცხადება თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა გააკეთა.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას ორი კანდიდატი – მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ იღებდნენ