ნაზარბაევი – ყაზახეთს აქვს უფლება, ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გამოვიდეს
“ყაზახეთს აქვს უფლება, ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გამოვიდეს, თუ მის ინტერესებს შეეხებიან”, – ეს ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებაა, რომელიც მან ტელეკომპანია “ხაბართან” ინტერვიუში გააკეთა.
ნურსულთან ნაზარბაევის თქმით, თუკი შეთანხმებაში არსებული წესები არ შესრულდება, ყაზახეთს კავშირიდან გასვლის უფლება აქვს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი არ იქნება ორგანიზაციის შემადგენლობაში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობას.