არჩევნების მეორე ტური თურქეთში – რას წინასწარმეტყველებენ სოციოლოგები

თურქეთში დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ბრძოლას ქვეყანაში მთავარი პოზიციისთვის აგრძელებენ.

ORC-ის გამოკითხვის შედეგები წინა დღეს გამოქვეყნდა. რომლის მიხედვითაც, ქემალ ქილიჩდაროღლუ ლიდერობს მცირე სხვაობით და გამოკითხულთა 48,1% მზადაა მხარი დაუჭიროს მას. ერდოღანი ხმების 46,7%-ს აგროვებს. გამოკითხულთა კიდევ 5.2%-ს არჩევანი არ გაუკეთებია. აღნიშნულია, რომ გადაუწყვეტელი ხმების განაწილების შემთხვევაში კილიჩდაროღლუს მხარს დაუჭერს 50,8%, ერდოღანს – 49,2%.

გამოკითხვა 24-25 მაისს ჩატარდა. მას 81 პროვინციიდან 28-ში 3950 ადამიანი ესწრებოდა, ცდომილება იყო 2,4%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები