ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრება
ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“28 მაისს, 13:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.