ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა (ფოტოგალერეა)

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, მერიის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავდაპირველად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს.

სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიება, ქალაქის ცენტრალურ პარკში დილიდანვე მიმდინარეობდა. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა ორგანიზაციის სტენდები, თემატური ინსტალაციები, საბავშვო სივრცე; გაიმართა კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა; ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.

შესრულდა საქართველოს ჰიმნი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მიეძღვნა. ღონისძიებას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლასთან, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და მოქალაქეებთან ერთად დაესწრო.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, გელა გნოლიძის და „ღამის შოუს ბენდის“კონცერტით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები