მოსკოვში ცნობილი მუსიკოსის, ანდრეი მაკარევიჩის ძმა გარდაიცვალა
ალექსეი მაკარევიჩი მოსკოვში, მისივე საცხოვრებელ სახლში დღეს, სავარაუდოდ 16:00 საათზე გარდაიცვალა. შემთხვევის პირველი თვითმხილველი მისი გერი, მუსიკალური ჯგუფის – “ლიცეუმის” წევრი ანასტასია იყო. ცნობილი მუსიკოსის ძმის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია. “ლაიფნიუსის” ცნობით, ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება.
” – ალექსეი ნამდვილად გარდაიცვალა. ამ დროისთვის ჩემთვის უცნობია, გარდაცვალების მომენტიდან რამდენი ხანი იყო გასული, როდესაც მე ის ვნახე. იმედია, მიზეზს სპეციალისტები მალე დაადგენენ”, – აღნიშნა ანასტასიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ ალექსეი მაკარევიჩი ლეგენდარული როკ-ჯგუფის – “მაშინა ვრემენის” დამაარსებლის ანდრეი მაკარევიჩის ნახევარძმა იყო. ის წლების განმავლობაში ცნობილ ჯგუფ “ვასკრესენიას” გიტარისტი, 1991 წლიდან კი, ბენდ “ლიცეუმის” პოპულარული სიმღერების ავტორი იყო.
ალექსეი მაკარევიჩი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.