უკრაინაში შეტაკებები გრძელდება

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პრორუსი მებრძოლების ალყაში ქართველების შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლებაში არ ფლობენ. განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. ანდრეი ლისენკომ ჟურნალისტებს პრორუსი მებრძლების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ახალი დეტალები გააცნო. “ქართველებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს, რაც შეეხება აღმოსავლეთ რეგიონებში არსებულ ვითარებას, სიტუაცია ისევ დაძაბულია. ტერორისტებთან შეტაკებები გრძელდება. წუხანდელი შეტაკების დროს უკრაინის სამთავრობო ძალებმა რუსული სამხედრო ტექნიკის ნაწილი გაანადგურეს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან გრძელდება იერიშები ჩვენს პოზიციებზე“, – განაცხადა ლისენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები