სამტრედიაში დამოუკიდებლობის დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სამტრედიაში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კულტურული და სპორტული ღინისძიებებით აღინიშნა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა პროფესიონალ და თვითნასწავლ სამტრედიელ მხატვართა და შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა. იქვე გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდსა და ჭიდაობაში, მანამდე კი ადგილობრივ თვითშემოქმედი ანსამბლების ჩართულობით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კომპოზიცია გაიმართა.

აღნიშნულ სპორტულ აქტივობებში პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები მერიის მიერ დაწესებული პრიზებისა და ფულადი საჩუქრების მფლობელები გახდნენ.

დღის ფინალი სამტრედიის იპოდრომზე გამართული საცხენოსნო სანახაობა იყო.

იპოდრომზე მუნიციპალიტეტის მერიისა და საცხენოსნო კლუბის ერთობლივი ორგანიზებით, ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში დოღი გაიმართა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. შეჯიბრის მთავარი მსაჯი იყო მერაბ გორგასლიძე, 50 წლიანი გამოცდილების მქონე ვეტერანი ცხენოსანი. მასშტაბურ სპორტულ აქტივობაში წმინდა სისხლის ინგლისური ცხენები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ფულადი ჯილდოებით, სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებების მიმდინარეობას, მუნიციპალიტეტის მერი,დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიისთვის. დღე, რომლის მოპოვებასაც, საუკუნეების განმავლობაში უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ამ დიდ მონაპოვარს კვლავ შრომა და გონივრული მიდგომა სჭირდება. იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი თაობებისთვის ღირსეული მომავალი შევქმნათ, საქართველო მთელ რიგ გამოწვევბს პასუხობს. ასეთი მიდგომით ჩვენი ქვეყანა აუცილებლად განვითარდება. ყველას ვულოცავ დღევამდელ დღეს”,- აღნიშნა დავით ბახტაძემ.

,,26 მაისი ყველა ქართველისთვის დიდებული და ამაღლებული თარიღია. ჩემი პატარა ქალაქიდან ვულოცავ ყველა ქართველს. დღეს აქ საოცარი მუხტი ტრიალებს-ძმობის, ერთიანობის, ქვეყნის სიყვარულის. ვულოცავ ყველას”,- განაცხადა გიგა გელოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები