საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საჩხერეში საზეიმოდ აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი – საჩხერეში საზეიმოდ აღინიშნა.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლასა და ქ. საჩხერეში საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალები.
პატივმიგების ცერემონია გაიმართა და ყვავილებით შეიმკო საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნული გმირის – ზვიად გამსახურდიას ბიუსტი და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას მემორიალი.
საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტში გალა კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ქორეოგრაფიული და სამუსიკო ჯგუფები მონაწილეობდნენ.
,,დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დიდება ჩვენს გმირებს , რომლებმაც თავი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანობას და სიყვარულს შესწირეს. ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ვიზრუნოთ მისი კეთილდღეობისათვის, იმ ფასეულობების განსამტკიცებლად რაც ჩვენმა ღირსეულმა წინაპრებმა დაგვიტოვეს-ენა, მამული, სარწმუნოება. მე მჯერა, რომ ჩვენ ძალიან მალე იმ საქართველოში ვიცხოვრებთ, რომლის საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იქნება“-აცხადებს ლევან ივანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები