ბოლნისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება და სპორტული აქტივობა გაიმართა. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცეები მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი მეწარმეები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები, ხალხური საკრავების შემსწავლელი სტუდიები, ქალაქ ბოლნისის ბიბლიოთეკები, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის მუზეუმი, თოჯინების თეატრი.
ბოლნისელი მაყურებლის განწყობაზე დღეს ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები ზრუნავდნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დროშებით მოტო კლუბმა „ბოლნისი“ საზეიმო მსვლელობაც მოაწყო.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მირიანაშვილი ესწრებოდნენ. ბუბა გობეჯიშვილმა ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და 26 მაისი მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 16 ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები