“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაა” – ჯუანშერ ბურჭულაძე

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა განუცხადა.

„ეს დღე არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების, ეს დღე არის ჩვენი ძალიან ძვირფასი დღე, როგორც აწმყოში, ასევე მომავალში. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს დღე მინდა, მივულოცო ჩვენი გმირების ოჯახებს, მინდა – მივულოცო ახალწვეულებს და მინდა, ეს დღე მივულოცო სრულიად საქართველოს საზოგადოებას.

მინდა, ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, ამ დღის გარშემო ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთიანი. ორი რამ, რაც მინდა ჩვენს ახალ თაობას შთავაგონოთ, ეს არის, ერთი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები