აშშ-ის დედაქალაქში, ფრედერიკ დაგლასის სახელობის ხიდი, საქართველოს დროშის ფერებში განათდა. აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, საქართველოს დროშის ფერებით, ხიდი ვაშინგტონის მერიის ინიციატივით განათდა.
„აშშ-ის დედაქალაქის გულში, ფრედერიკ დუგლასის სახელობის ხიდი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, პირველად განათდა საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში! უღრმესი მადლობა ვაშინგტონის მერიას და მერ მარიელ ბაუზერს, რომელმაც 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა“, – აცხადებენ საელჩოში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.