აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მისივე თქმით, ვაშინგტონის მერის ინიციატივით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. ამასთან, აშშ-ის დედაქალაქში მდებარე, ფრედერიკ დაგლასის სახელობის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
„მიუხედავად დღევანდელი გამოწვევებისა, მე მჯერა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ნათელი მომავლის. ჩვენი ურყევი შემართებით და პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო გააგრძელებს განვითარებას, როგორც წარმატებული ევროპული სახელმწიფო, თავისუფლების სიყვარულით, გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა ელჩმა.