საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ტყიბულში 14:00 საათზე დაიწყება

ტყიბულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს. საზეიმოდ მოეწყო ქალაქის ცენტრალური მოედანი, განთავსდა თემატური, ისტორიული კუთხეები და მოეწყო ბავშვების გასართობი სივრცეები.

11:00 საათზე, წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია მოწამეთაზე გაიმართება. ქალაქის ცენტში, გასართობი აქტივობები კი 14:00 საათიდან დაიწყება.

მოეწყობა კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა შემოქმედებითი მასტერკლასი, შემეცნებითი თამაშები და სხვა აქტივობები. მოხდება, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.

ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს შეეძლებათ ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული მუსიკოსების კონცერტს დაესწრონ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტყიბულში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები