ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მე-16 სართულზე ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-16-ე სართულზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მცხოვრებთა ნაწილმა უსაფრთხოების მიზნით შენობა დატოვა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ფოტო: „მთავარი არხი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები