კულტურის სამინისტრომ, მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატთა ხელშეწყობისთვის, კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი – ,,მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატთა ხელშეწყობა“ – გამოაცხადა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 150 000 ლარს და მისი მიზანია: სასცენო სამოსის აქსესუარების ან/და ფეხსაცმლის, კლასიკური ან/და ხალხური საკრავების ოსტატთა საქმიანობის ხელშეწყობა; სასცენო სამოსის აქსესუარების ან/და ფეხსაცმლის, კლასიკური ან/და ხალხური საკრავების ოსტატთა სახელოსნოების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
„გასულ წელსაც კონკურსის ბიუჯეტი იყო 150 000 ლარი. სამინისტროს მომართა ექვსმა განმცხადებელმა. კონკურსის შედეგად ყველა პროექტი დაფინანსდა. ეს პროექტებია:
1. „ოთარ ჩიბირაშვილის სახელოსნოს გაფართოება”. დაფინანსდა სახელოსნოსთვის ტყავის დამამუშავებელი და საკერავი მანქანა-დანადგარების შეძენა. განმახორციელებელი ფ/პ ოთარ ჩიბირაშვილი. აღსანიშნავია, რომ სიქსტის კაპელაში კონცერტის სათანადოდ მომზადების მიზნით, სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მომღერლებისთვის სწორედ ოსტატმა ოთარ ჩიბირაშვილმა დაამზადა საუკეთესო ხარისხის ტყავის 38 წყვილი ფეხსაცმელი რეკორდულად სწრაფად.
2. „დავით ყიფიანის ხალხური საკრავების სახელოსნოს გაფართოება”. დაფინანსდა სახელოსნოსთვის ხის დასამუშავებელი დაზგებისა და ინვენტარის შეძენა. განმახორციელებელი ფ/პ დავით ყიფიანი.
3. „სასცენო კოსტიუმის სახელოსნოსთვის საკერავი ტექნიკისა და სახარჯი მასალების შეძენა”. დაფინანსდა სასცენო და კინოკოსტიუმებისათვის საქარგი/საკერავი მანქანებისა და საჭირო მასალების შეძენა. განმახორციელებელი ფ/პ ზურაბ შიოშვილი.
4. „თურმანიძის დიპლიპიტო”. დაფინანსდა ტრადიციული ქართული საკრავის ერთადერთი ქალი ოსტატის სახელოსნოს გაფართოება-მოწყობა. განმახორციელებელი ფ/პ ფატიმა თურმანიძე.
5. „ოტ კუტური იბერიიდან“. დაფინანსდა სასცენო ფეხსაცმლის შესაკერი მასალის შეძენა და გამოფენის მომზადება. განმახორციელებელი ფ/პ ნინო მრელაშვილი.
6. „გუდასტვირისა და ჭუნირის დამზადების ტრადიციული მეთოდი – ოსტატ-შეგირდთა სკოლის აღდგენა რაჭაში”. დაფინანსდა საკრავების დასამზადებლად საჭირო ხის დამამუშავებელი დანადგარებისა და სხვადასხვა ინვენტარის შეძენა, ასევე – შეგირდების სწავლება. განმახორციელებელი ი/მ თორნიკე სხიერელი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ, ფიზიკურ ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს; კონკურსანტს აღნიშნულ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განცხადების წარმოდგენა. საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მისი ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმნილისა).
კონკურსში წარმოდგენილი საპროექტო/საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული პროექტი/ღონისძიება უნდა დაიწყოს არაუადრეს 2023 წლის 29 ივნისისა და დასრულდეს არაუგვიანეს 2023 წლის 15 ნოემბრისა.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2023 წლის 25 მაისიდან 2023 წლის 5 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 ნაბეჭდი სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge – ელექტრონულად. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: N: 032 2 022229; 577 27 00 60.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 19 ივნისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/AwqWzcpz

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები