“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ კორუფციაზე საუბარს არ ვურჩევდი” – ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკურ კორუფციაზე საუბარს არ ურჩევდა.

„რატომ გადაწყვიტა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ, რომ ერთადერთი საქმე ჰქონდეს და ეს საქმე იყოს მე და ბატონ რომან გოცირიძეზე საუბარი. ამხელა ფრაქციაა, აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა პარტიას, აქვს ძალიან ბევრი საქმე.

პირველი, რატომაც ვფიქრობ, რომ შეიძლება, ეს ასე აწუხებდეთ, არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული პრობლემები გუნდში არჩევნების შემდეგ და ალბათ ფიქრობენ, რომ დაიშლება უფრო კიდევ პარტია და ფრაქციაც. საერთოდ ვერ გავიგე, რა შუაში ვართ მე და ბატონი რომან გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ყოფილ წევრებთან, ვინც გააძლიერა კლანი.

იმის მაგივრად, რომ კითხვები დასვან შიგნით ფრაქციაში, აქეთ ისვრიან ტალახს. არ ვურჩევდი პოლიტიკურ კორუფციაზე საუბარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვფიქრობ, რომ ეს ტალახის სროლა უნდა შეწყდეს“, – აცხადებს დეკანოიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები