მერკელი: უკრაინაში იარაღის შეტანა გერმანიისთვის მიუღებელია
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გერმანიისთვის მიუღებელია. მისი თქმით, აღნიშნული კრიზისის სამხედრო გზით გადაჭრის შესაძლებლობის შთაბეჭდილებას შექმნის.
“მე პირადად მივიჩნევ, რომ უკრაინაში იარაღის შეტანა გერმანიისთვის მიუღებელია. ჩვენ არ გვსურს ამის გაკეთება სწორედ იმ მიზეზით, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის არ გვჯერა. არ უნდა შევქმნათ შთაბეჭდილება, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება კრიზისის გადაწყვეტას დაეხმარება. სხვების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, სხვა ქვეყნებს შესაძლოა, სხვა პასუხი ჰქონდეს, თუმცა ჩემი პოზიცია უცვლელი რჩება”, – განაცხადა მერკელმა.