“უკრაინის კონტრშეტევა დაწყებულია” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა დაიწყო.

მისი თქმით, შეტევა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

„კონტრშეტევა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. საზღვრის 1500 კილომეტრზე ინტენსიური ომია, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია“, – განუცხადა მან იტალიურ ტელეარხ Rai-ს.

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიას დასავლური იარაღით არ დაბომბავენ, რადგან მას მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის გამოიყენებენ.

„ჩვენ არ გვსურს დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე მივიტანოთ. იმ იარაღს, რომელიც თქვენ მოგვეცით მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოზიციების გასანადგურებლად გამოვიყენებთ, მათ შორის დონბასსა და ყირიმში“, – განმარტა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, უკრაინას ახლა აქვს შორი მოქმედების Storm Shadow რაკეტები, “ლეოპარდის” ტანკები და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, „რომლებიც საფრანგეთმა და იტალიამ გადმოგვცა“.

“F-16-ები საბოლოოდ მოგვცემენ საჰაერო სივრცის დახურვის საშუალებას. ეს პარადოქსია: ერთი წლის წინ რომ გვქონოდა, ომი უკვე დასრულებული იქნებოდა”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები