ირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა წარადგინა (ვიდეო)

ირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა – Habar-ი წარადგინა, რომელიც 2000-კილომეტრიან მანძილს ფარავს და რომლის ქობინის მასა 1500 კილოგრამია.

ამის შესახებ სააგენტო IRNA იტყობინება.

ცერემონიას, რომელზეც რაკეტა იყო წარდგენილი, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, მოჰამედ რეზა აშთიანი დაესწრო.

გახსნის ცერემონიაზე მან თქვა, რომ რაკეტა არის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო კოსმოსური მრეწველობის ორგანიზაციის (AIO) ირანელი მეცნიერების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგი და დასძინა, რომ რაკეტა აღჭურვილია რადარის აცილების ტექნოლოგიით და შეუძლია მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემების გვერდის ავლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები