გიორგი ვოლსკი: ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ პრაგმატული მოსაზრებები წარმოადგინა

მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე პრაგმატული მოსაზრებები წარადგინა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ პრაგმატული მოსაზრებები წარმოადგინა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მიჰყო ხელი ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ჩვეულ კეკლუცობას. ზუსტად ითქვა ის, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. არაერთი რეზოლუციაა, რომელმაც რუსეთს ჩაუკეტა გზა საერთაშორისო ფორუმებზე და ამის მონაწილე არის საქართველო. მთელი ძალისხმევა პროპაგანდისა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს ეს მხარდაჭერა როგორმე დღის წესრიგიდან მოხსნან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები