ირაკლი კობახიძე: მხარს ვუჭერთ მიუკერძოებელ პროფესიონალებს, რომლებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

“ჩვენ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ პროფესიონალებს, რომლებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ისეთი კანდიდატები სურს, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში იქნებიან ჩაბმულები.

“სტიგმატიზაციის მცდელობები, კლანზე საუბარი და ა.შ. არის მთლიანად მართული რადიკალური ოპოზიციის მიერ. მათ აწყობთ მხოლოდ ისეთი კანდიდატები, რომლებიც ჩაბმული იქნებიან ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში. ვინც არ ერთვება ამ კამპანიაში, ასეთი ადამიანები არიან მათთვის მიუღებლები. ჩვენთვის ეს დამოკიდებულება მიუღებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ პროფესიონალებს, რომლებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, ორივე არის უცხოელი აგენტი და ემსახურება არა საკუთარ ქვეყანას, არამედ უცხოელ ძალებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები