ლაგოდეხელმა სოფია ლიმარმა ჭადრაკის ევროპის სასკოლო ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა

ალბანეთის ქალაქ დურესში ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 7 წლამდე გოგონათა შორის ჭადრაკში გაიმართა.
ჩემპიონატი 12 მაისიდან 22 მაისამდე გაგრძელდა, სადაც მონაწილეობა მიიღო 7 წლის ლაგოდეხელმა სოფია ლიმარმა.
შეჯიბრება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა, საიდანაც 8 ტურში სოფია ლიმარმა იმარჯვა და მხოლოდ 1 ტური დათმო, რის შედეგადაც 7 წლის მოჭადრაკე მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.
სოფია ლიმარი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში ცხოვრობს და ის ქალაქ ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის №3 საჯარო სკოლის პირველკლასელია.

ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები