ბატალიონ „დონბასის “ გადარჩენილი მებრძოლები ტყვედ ჩაბარდნენ

რამდენიმე დღიანი ალყის შემდეგ ბატალიონ „დონბასის“ გადარჩენილი 200 -მდე მებრძოლი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაბარდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდი“ უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. მათი ცნობით, ალყაში მყოფმა ნაციონალური არმიის მებრძოლებმა ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ მოლაპარაკებების მიუხედავად, ალყის გარღვევა ვერ შეძლეს. “მათ არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა, რამაც „დონბასის „ გადარჩენილი მებრძოლები აიძულა ტყვედ ჩაბარებოდნენ”, – განაცხადეს უკრაინელმა სამხედროებმა.
„ვაგრძელებდით ბრძოლას როგორც შევძელით. ჩვენ ძალიან ბევრი დაჭრილი გვყავს. ვნებდებით, რომ გადავრჩეთ“, – შეატყობინა ბატალიონის მეორე ასეულის ერთ-ერთმა მებრძოლმა გამოცემა Dialog.ua-ს.

წყარო: tvrain.ru

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები