ბრიუსელში ევროპის საბჭოს დახურული სხდომა მიმდინარეობს

ბრიუსელში, ევროკავშირის სპეციალური დახურული სხდომა მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და აგრესორის წინააღმდეგ ახალი სანქციების საკითხს.დახურულ სხდომაზე სიტყვით გამოვა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
“ლიგა-ნეტის” ცნობით, ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაჩქარებული პროცედურით მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები