გიორგი ჩაკვეტაძე ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცესპიკერს შეხვდა

ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გიორგი ჩაკვეტაძე ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცესპიკერს, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ჯუნა ბერნარდს შეხვდა.

მხარეები ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქართული მხარე პრიორიტეტულად მიიჩნევს ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოსთან თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის, პირდაპირი კავშირის დამყარების კუთხით ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს შორის.

„ვისაუბრეთ უნივერსიტეტებსა და ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, ასევე, „Horizon 2020″-ის პლატფორმაში ქართული მხარის ჩართულობაზე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. ასევე, მიზანშეწონილია, ხელი შეეწყოს მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობებში ლუქსემბურგისა და საქართველოს უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტების, ასევე, არააკადემიური სექტორის მონაწილეობას”, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები