უკრაინელი სეპარატისტების ლიდერის ალექსანდრე ზახარჩენკოს მოკვლა სცადეს
დღეს ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „პრემიერ-მინისტრს“ ალექსანდრე ზახარჩეკოს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „იტარ-ტასი“ ავრცელებს. სეპარატისტების ლიდერზე თავდასხმა დონეცკში მოხდა. ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად დაიჭრა ზახარჩენკოს მძღოლი, თვითონ ზახარჩენკო კი უვნებელი გადარჩა.