ფაშინიანი მზად არის, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 86,6 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის აზერბაიჯანის ტერიტორია მთიან ყარაბაღსაც შეიცავს.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე თქვა.
მედია დაინტერესდა პოლიტიკოსის მიერ გასულ კვირას რეიკიავიკში ევროსაბჭოს სამიტზე გაკეთებული განცხადების შინაარსით, რომლის მიხედვით, ფაშინიანმა აზერბაიჯანის „ტერიტორიული მთლიანობა“ 86,6 ათასი კვადრატული მეტრის ფარგლებში აღიარა. ჟურნალისტებმა კი საკითხის დაზუსტება გადაწყვიტეს.
დასმულ კითხვაზე, აღიარებს თუ არა სომხეთის მთავრობა მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ყველა მთავრობა აღიარებდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.
„და თუ მე და აზერბაიჯანს ერთმანეთის სწორად გვესმის, ერევანი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მითითებულ საზღვრებში, ხოლო ბაქო აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას 29 800 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში“, – განაცხადა მან.
სომხეთის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხები სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის უნდა განიხილებოდეს, ამავდროულად, აუცილებელია – იყოს საერთშორისო გარანტიები. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სომხეთის პრემიერი შიშობს, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა შესაძლოა, ეთნიკურ წმენდას დაექვემდებაროს.