პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს იუბილე მიულოცა და ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ესაუბრა. ვლადიმერ პუტინმა ლუკაშენკოს 60 წლის იუბილე მიულოცა. ამასთანავე, რუსეთის პირველმა პირმა იუბილარს ტელეგრაფით მისალოცი ბარათიც გაუგზავნა.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთმანეთს რუსეთ – ბელარუსს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ალექსანდრე ლუკაშენკო ალექსანდრე ნეველის ორდენით დაჯილდოვდა.