მიხეილ სარჯველაძე: რეალური საჭიროებაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტდეს კანდიდატების კვალიფიკაციის, მიუკერძოებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მიხედვით და ეს არის ალბათ ის საკითხი, რომელზეც უნდა შევთანხმდეთ

რეალური საჭიროებაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტდეს კვალიფიკაციის, მიუკერძოებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მიხედვით და ეს არის ალბათ ის საკითხი, რომელზეც უნდა შევთანხმდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ სარჯველაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ასარჩევად გასამართ კონსულტაციებზე საუბრისას განაცხადა.

“არ შეიძლება, რომ დავამახინჯოთ თვითონ კონსულტაციების არსი და გავხადოთ ეს რაღაც ვაჭრობის საგანი. არ შეიძლება, ეს კონსულტაციები დავამსგავსოთ არჩევანი-არადანის გზით ადგილების დაკომპლექტებას, მაშინ როდესაც რეალური საჭიროებაა, იუსტიციის საბჭო დაკომპლექტდეს კვალიფიკაციის, მიუკერძოებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მიხედვით, რა თქმა უნდა, კონკრეტული კანდიდატებით და ეს არის ალბათ ის საკითხი, რომელზეც უნდა შევთანხმდეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები