გია ვოლსკი: რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესება გამოიწვევს საპირისპირო სანქციებს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს

ეს არის ამორალური საქციელი და მიმართულია იმ გეგმის განვითარებისკენ, რასაც ჰქვია რევოლუციური პროცესის, დაპირისპირების ორგანიზება საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ ყვარლის ტბასთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ამორალური საქციელი და მიმართულია იმ გეგმის განვითარებისკენ, რასაც ჰქვია რევოლუციური პროცესის, დაპირისპირების ორგანიზება საქართველოში. რუსეთის ფედერაციისთვის დღეს სანქციების დაწესება გამოიწვევს საპირისპირო სანქციებს, რაც, რასაკვირველია, საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის. ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან გამოვდივართ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამემამულეებისთვის, თანამოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენა არის ის, რაც აუცილებელია მათთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები