პოროშენკო: უკრაინას იარაღი სჭირდება

   უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით,უკრაინა არ ელოდება სხვა სახელმწიფოების სამხედროების ჩართვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ იარაღი სჭირდება. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირი მზად არის, მიიღოს დამატებითი ზომები და შემოიღოს ახალი სანქციები რუსეთთან მიმართებაში.
“უკრაინას შეუძლია თავის დაცვა. ჩვენ არ ველოდებით, რომ სხვა ქვეყნების სამხედროები იბრძოლებენ ჩვენი საზღვრების დასაცავად, მაგრამ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, ორმხრივი კონსულტაციები არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვეძებთ მშვიდობას და არა – ომს”, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები