უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრებას ითხოვს
„აუცილებელია, გაძლიერდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპეისთან შეხვედრისას განაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბრიუსელში ჩავიდა, სადაც სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის შეხვდა და რუსეთის წინააღმდეგ დაწსებული სანქციების გამკაცრებაზე ისაუბრა. “სანქციები – ეს არის ქმედებები, რომელიც მიმართულია კონფლიქტის დეესკალაციისკენ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უკრაინული მხარე მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მეტი სანქციების დაწესებას ითხოვს. უკრაინული მედიის ცნობით, ჰერმან ვან რომპეისთან შეხვედრის შემდეგ, პეტრო პოროშენკო ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს ხვდება.