პროკურატურის დახმარებით 27 მოზარდი ზღვაზე დაისვენებს
საქართველოს მთავარი პროკურატურის დახმარებით, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრები ზღვაზე დაისვენებენ – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. პრესამსახურის ინფორმაციით, ბავშვები საოჯახო ტიპის სასტუმროში 10 დღე იცხოვრებენ. მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და პროკურატურის წარმომადგნელებმა, ცენტრის სხვადასხვა ასაკის 27 ბინადარი ქობულეთში დღეს, 30 აგვისტოს გააცილეს. საქართველოს მთავარი პროკურატურა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის მობინადრეებზე აქტიურად ზრუნავს. საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი და მისი მოადგილეები სარეაბილიტაციო ცენტრს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სტუმრობდნენ. მოგვიანებით კი ცენტრს მთავარი პროკურორის ინიციატივით საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცა.