“თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი ხართ”- გოგი მეშველიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„მე-12 კლასელებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. მათთვის დაირეკა სკოლის ბოლო ზარი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
მთელი გულით ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვან თარიღს და ძალიან ბევრ წარმატებას ვუსურვებ განსხვავებულ გზაზე.
ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენ გელით ახალი გამოცდილებები, ურთიერთობები, მეგობრები და სხვა პასუხისმგებლობები.
მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი შეძლებთ საკუთარი თავის რეალიზებას.

თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი ხართ !“,- აცხადებს გოგი მეშველიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები