ალჟირში უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა – არიან გარდაცვლილებიც
ალჟირის პროვინცია ტამანრასეტთან უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო არხი Al Arabiya ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. მათი ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 7 მგზავრი იმყოფებოდა. არიან გარდაცვლილებიც.
როგორც „იტარ-ტასი“ იუწყება, თვითმფრინავი აფრენიდან სამი წუთის შემდეგ, ჰავანიდან 15 კილომეტრის მოშორებით, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო ჩამოვარდა.
შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია და სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილთა ცხედრების საძიებო ოპერაცია.